სამაგიდო თამაშების პლატფორმა

სამაგიდო თამაშები ონლაინ

ითამაშე მეგობრებთან ერთად, მაგიდასთან ან ინტერნეტით. ყველაფერი ტელეფონის ბრაუზერში მუშაობს, არაფრის დაყენება არ გჭირდება.

ითამაშე ახლა
  • უფასოა
  • ტელეფონზე და კომპიუტერზე
  • ქართულად, ინგლისურად, რუსულად

შეეხე ქუდს — ამოიღე თამაში. ან შეეხე კამათლებს და კარტს

მაგიდასთან

ერთად ხართ ოთახში, ტელეფონი კი თამაშს უძღვება: ითვლის დროს, ქულებს და როლებს.

🎩

ქუდი

სიტყვების ახსნის თამაში წყვილებში. ყველა ფარულად წერს სიტყვებს, შემდეგ დროზე ხსნით: ჯერ ნებისმიერი სიტყვებით, მერე ერთი სიტყვით, ბოლოს მხოლოდ ჟესტებით.

  • 👥4–24
  • ⏱30–60 წთ
  • 📱ყველას თავისი ტელეფონით
🎭

მაფია

კლასიკური მაფია წამყვანისთვის: როლების დარიგება, ტაიმერი, ფოლები, ღამის მუსიკა და მოთამაშეების ეკრანი ტელევიზორზე.

  • 👥6+
  • ⏱30–90 წთ
  • 📱წამყვანის ტელეფონი + ეკრანი
🕵️

სპაი

ყველამ იცის, სად ხართ — გარდა ჯაშუშისა. ერთმანეთს კითხვებს უსვამთ და ცდილობთ ჯაშუშის გამოჭერას, ის კი — ადგილის გამოცნობას.

  • 👥3–12
  • ⏱8–10 წთ
  • 📱ყველას თავისი ტელეფონით

ონლაინ

ითამაშე მეგობრებთან ან უცნობებთან ინტერნეტით, სადაც არ უნდა იყოთ.

🎲

ბლეფი

ონლაინ კამათლის თამაში ბლეფზე. დამალე შენი კამათლები, გააკეთე თამამი ფსონი და გამოიცანი, ვინ იტყუება.

  • 👥2–6
  • ⏱10–20 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან
👑

შეთქმულება

ფარული როლების თამაში სამეფო კარზე. ერთგულები ცდილობენ სამეფოს გადარჩენას, შეთქმულები კი ფარულად ამზადებენ უზურპატორის ტახტზე ასვლას.

  • 👥5–10
  • ⏱20–40 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან
🌊

ტალღა

ასოციაციების თამაში შკალაზე. მგრძნობიარე ხედავს ფარულ წერტილს ორ უკიდურესობას შორის და წერს ერთ მინიშნებას, დანარჩენები კი ისარს აყენებენ.

  • 👥3–12
  • ⏱15–30 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან

კარტის თამაშები

კლასიკური კარტის თამაშები ონლაინ: მეგობრებთან, წყვილებში ან უცნობებთან.

🃏

ჯოკერი

ქართული ჯოკერი ოთხზე: დაიძახე, რამდენ ხელს წაიღებ, და წაიღე ზუსტად იმდენი. სტანდარტული ან მხოლოდ ცხრიანები, ინდივიდუალურად ან წყვილებში.

  • 👥4
  • ⏱30–60 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან
🂡

დურაკა

კლასიკური დურაკა 2–6 მოთამაშეზე: უტიე, დაფარე, მიაყოლე და არ დარჩე ბოლოს კარტით. მიყოლებითი ან გადაყვანითი.

  • 👥2–6
  • ⏱10–20 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან
🂮

ბურა

ბურა ორზე, 3 ან 5 კარტით: შეაგროვე 31 (ან 61) ქულა და პირველმა თქვი „ვარ!“, გაზარდე ფსონი „დავი“-თ და დაიჭირე ბურა.

  • 👥2
  • ⏱10–30 წთ
  • 📱ონლაინ, მეგობრებთან ან უცნობებთან

როგორ მუშაობს

  1. აირჩიე თამაში

    გახსენი ნებისმიერ ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ერთხელ დარეგისტრირდები და ანგარიში ყველა თამაშში იმუშავებს.

  2. შეკრიბე მოთამაშეები

    მეგობრებს გაუზიარე ოთახის კოდი ან ბმული. ონლაინ თამაშებში საჯარო მაგიდასაც იპოვი.

  3. ითამაშეთ

    აპი ითვლის დროს და ქულებს, არიგებს როლებს და თვალს ადევნებს წესებს. თქვენ მხოლოდ თამაშობთ.

qeqe შენს ტელეფონზე

დაამატე მთავარ ეკრანზე და აპივით გაიხსნება: ერთი დაჭერით, სრულ ეკრანზე, ბრაუზერის ზოლის გარეშე.

ანდროიდზე ერთი დაჭერით დაყენდება. აიფონზე გაჩვენებთ, როგორ დაამატო Safari-დან.

გაქვს საყვარელი სამაგიდო თამაში, რომელიც აქ გინდა ნახო?

შემოგვთავაზე

დაამატე qeqe მთავარ ეკრანზე

  1. დააჭირე „გაზიარების" ღილაკს ბრაუზერის ქვედა ან ზედა ზოლში.
  2. სიაში აირჩიე „Add to Home Screen" (მთავარ ეკრანზე დამატება).
  3. ✓დააჭირე „Add". qeqe ტელეფონზე აპივით გამოჩნდება.

თუ ღილაკი არ ჩანს, გახსენი qeqe.app Safari-ში.

დაამატე qeqe მთავარ ეკრანზე

  1. ⋮გახსენი ბრაუზერის მენიუ (სამი წერტილი ზედა კუთხეში).
  2. აირჩიე „აპის დაყენება" ან „მთავარ ეკრანზე დამატება".
  3. ✓დაადასტურე. qeqe ტელეფონზე აპივით გამოჩნდება.