კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 28 სექტემბერი, 2026
ვინ ვართ
qeqe.app არის სამეგობრო თამაშების საიტი (ქუდი, მაფია და სხვა), რომელსაც ამუშავებს qeqe.app-ის ადმინისტრაცია, თბილისი, საქართველო. კითხვებისთვის და მოთხოვნებისთვის გამოიყენე კონტაქტის ფორმა.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- ანგარიში: ელფოსტა, სახელი, რომელსაც თავად მიუთითებ, და პაროლი დაშიფრული (ჰეშირებული) სახით. პაროლს ღია სახით ვერავინ ხედავს, მათ შორის ჩვენც.
- თამაშის მონაცემები: შექმნილი ოთახები, მონაწილეობა, შედეგები, ქულების ისტორია, ქუდში ჩაწერილი სიტყვები (მხოლოდ თამაშის განმავლობაში) და მაფიის მოდერატორის მიერ შეყვანილი მოთამაშეების სახელები, როლები და ჩანაწერები.
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ქვეყანა, ბრაუზერი და მოწყობილობის ტიპი, მონახულებული გვერდები, საიდან მოხვედი (referrer) და დრო.
- კონტაქტის ფორმა: სახელი, ელფოსტა და შეტყობინების ტექსტი.
Cookie-ები და ბრაუზერის მეხსიერება
qeqe_session— გიმახსოვრებს შესულ მდგომარეობაში ყველა qeqe თამაშზე (180 დღე). ამის გარეშე შესვლა შეუძლებელია.qeqe_vid— შემთხვევითი ანონიმური იდენტიფიკატორი, რომლითაც უნიკალურ ვიზიტორებს ვითვლით (400 დღე).qeqe_lang— გიმახსოვრებს არჩეულ ენას (400 დღე).- ბრაუზერის მეხსიერებაში (localStorage) ინახება თამაშის დამხმარე მონაცემები, მაგალითად ოთახის კოდი და ტელევიზორის დაწყვილება.
სარეკლამო cookie-ებს ამჟამად არ ვიყენებთ. თუ Google-ის რეკლამას დავამატებთ, ეს პოლიტიკა განახლდება და, სადაც კანონი ითხოვს, თანხმობას წინასწარ გკითხავთ.
რისთვის ვიყენებთ
- თამაშების მუშაობისთვის: შესვლა, ოთახები, ქულები, ლიდერბორდი.
- უსაფრთხოებისთვის: სპამისა და ბოროტად გამოყენების შეზღუდვა, ანგარიშის დაცვა.
- სტატისტიკისთვის: რამდენი ადამიანი თამაშობს და რა მუშაობს უკეთ.
- სიახლეების გასაგზავნად — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა მოგვეცი. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლია ანგარიშის გვერდზე ან ყოველი წერილის ბოლოს მოცემული ბმულით.
ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით. საიტი მუშაობს Cloudflare-ის ქსელით, რომელიც ტექნიკურად ამუშავებს ტრაფიკს (მაგ. IP მისამართს) უსაფრთხოებისა და მიწოდებისთვის. სიახლეების გასაგზავნად შეიძლება გამოვიყენოთ ელფოსტის სერვისი, რომელსაც მხოლოდ თანხმობის მქონე მომხმარებლების ელფოსტა და სახელი გადაეცემა. კანონით მოთხოვნილ შემთხვევებში მონაცემები შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ ორგანოს.
რამდენ ხანს ვინახავთ
- ვიზიტების ჩანაწერები: 90 დღე.
- აქტივობის ლოგი (ოთახები, შესვლები, თამაშები): 12 თვე.
- ანგარიში და ქულების ისტორია: სანამ ანგარიში არსებობს.
- კონტაქტის ფორმის შეტყობინებები: სანამ საკითხი მოგვარდება, მაქსიმუმ 12 თვე.
შენი უფლებები
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, გაქვს უფლება, მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, და გამოიხმო მოცემული თანხმობა. მოთხოვნისთვის მოგვწერე კონტაქტის ფორმით, და გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. საჩივრის შემთხვევაში შეგიძლია მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ბავშვები
თუ 16 წლამდე ხარ, ანგარიშის შექმნამდე მშობლის ან მეურვის თანხმობა გჭირდება.
ცვლილებები
ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებისას ამ გვერდზე განვაახლებთ თარიღს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელფოსტითაც შევატყობინებთ.