ვაკეთებთ თამაშებს, რომლებშიც მთავარი ხალხია
qeqe პატარა სტუდიაა თბილისში. ვიღებთ თამაშებს, რომლებსაც დიდი ხანია მეგობრებთან ერთად ვთამაშობთ, და ვამატებთ მათ იმას, რაც ქაღალდსა და ფანქარს უჭირს: ტაიმერს, ქულებს, როლების დარიგებას.
რისი გვჯერა
ტელეფონი მაგიდაზე დევს
აპი ეხმარება თამაშს და არ ცვლის მას. ეკრანს წამით უყურებ, მეგობრებს კი მთელი საღამო.
ქართულად, თავიდანვე
სიტყვები, წესები და ხუმრობები ქართულად იწერება და არ ითარგმნება. ქუდისთვის სიტყვებს ისე ვარჩევთ, რომ ახსნა სახალისო იყოს.
გახსენი და ითამაშე
არაფრის დაყენება არ გჭირდება. თამაში ბრაუზერში იხსნება, ანდროიდზეც და აიფონზეც.
გინდა გვითხრა, რა თამაში გავაკეთოთ შემდეგ?
მოგვწერე